ჯაკომო ლეოპარდი და პესიმიზმი


ka.wikipedia.org
საინტერესოა იტალიელი მწერლის ჯაკომო ლეოპარდის მსოფლხედველობა,რომელიც პესიმიზმით არის ნასაზრდოები,მის ერთ-ერთ წიგნში "დიალოგები" ის პერსონაჟს ათქმევინებს,რომ ვინც ღმერთებს უყვართ სიყრმეშივე კვდება,რადგან ავტორისთვის სიცოცხლე ტანჯვაა,რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს საკუთარი სიდიადის შეგრძნება.
"იყავ დიადი და უბედური"-ეს სიტყვები არაჩვეულებრივად გადმოგვცემს ავტორის სულისკვეთებას,მისი პესიმიზმის მიზეზს,რომელლიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს პოეტების მძიმე ხვედრს.
  მიუხედავად იმისა რომ პესიმისტურია ჯაკომო ლეოპარდია მრწამსი აქაც ვხედავთ ერთ უმთავრეს კანონიზმიერებას,რომელიც იმაში გამოიხატება რომ ადამიანები ზოგადად ოპტიმიზმისთვის არიან მოწოდებული,მართალია ის იმ ადამიანებს ვინც საკუთარ თავს ბედნიერად მიიჩნევს შემცდარს უწოდებს  და ამბობს: "ბედნიერები,ვერ ხვდებიან რომ უბედურები არიანო"  მაგრამ ამ სიტყვებშიც შეიძლება ოპტიმიზმის არსს ჩავსწვდეთ,რომ ოპტიმიზმის გარეშე ადამიანების ცხოვრება შეუძლებელია და თუ ბედნიერება მხოლოდ ილუზიაა და შემცდარი ადამიანების წარმოსახვა, სამაგიეროდ არსებობს ოპტიმიზმი რომელიც ამ ილუზიას სიცხადეს სძენს და ჯაკომო ლეოპარდიც ძალაუნებურად ამის აღიარებამდე მიდის.ადამიანები ვერ ხვდებიან რომ უბედურები არიან და სწორედ ეს არის ოპტიმიზმის წყარო,ჯაკომო ლეოპარდი უბრალოდ იმას ამტკიცებს რომ  ოპტიმიზმი არარაციონალური მიმდინარეობაა,ხოლო პესიმიზმი კი მისთვის რეალურია და ცხადი.


                             ასპაზია
ზოგჯერ ფიქრებში მევლინება ხატება შენი,

ო, ასპაზია, გაბრწყინდება ელვის უსწრაფეს

მდუმარე ბრბოში, სხვისი სახით და სხვისი ტანით,

ან უკაცრიელ მინდვრის პირას გაიფარფატებს,

ოდეს დღე არი ნათლიერი ან შორეული

ვარსკვლავეთიდან დამიქნევს ხელებს,

ნაშობი უტკბეს ჰარმონიიდან,

იღვიძებს სულში ამაყი და წმინდა აჩრდილი;

რა საამოა, ო ღმერთებო, ხილვა იმ ლანდის,

ვინც იყო ჩემი სიხარული და ერინიაც,

საკმარისია ჩავისუნთქო სოფლის შუკებში

ყვავილთა ჩუმი სურნელება, რომ კვლავ გიხილო

სწორედ ისეთი, იმ ნათელ დღეს ოთახში წყნარად

რომ შემოხვედი, მწყაზზარი და ათრთოლებული,

გამოზაფხულის ყვავილებით მსუნთქანვი, მინდვრის

მოიისფერო სამოსელში გამოხვეული,

ანგელოსური სახის ბრწყინვით და ბეწვეულის

თბილ სითეთრეში იწექი წყნარად,

სიამის სუნთქვით გატვრენილი და გალუშული.

ოდეს ალერსით ეამბორე, ოდეს ტუჩებში

ჰკოცნიდი ნაზად შენს პატარებს, ო, მიმზიდველო

მშვენებავ, ოდეს სალუქი და თლილი თითებით

იკრავდი მკერდში და ისინიც იდუმალ ვნებით

გეტმასნებოდნენ... ზეცა იყო ნორჩი და ჩვილი

მიწაც ახალი და უბიწო, შორი სინათლე

ფიქრებში თითქო ღვთაებრივი ძალით ბრჭყვინავდა.

ასე უეცრად დამკრა გულში და განმიწონა

ბასრი ისარი ხელმა შენმა, მომწყლა სრულიად.

თუმც თავს ვიცავდი, აღარ მეყო ძალი და ღონე

და ვატარებდი გულში კვნესით, უხმო ქვითინით,

სანამ ორჯერ არ აღორძინდა მზე კაბადონსზე.

მე ღვთაებრივად დავისახე მშვენება შენი,

ო, დონნა, განა ერთნაირად არ გვაღელვებდნენ

სილამაზე და შორეული მუსიკის ჰანგი,

ოდეს გვიხსნიან ელისეის მინდვრების ჯადოს

და საიდუმლოს. მომაკვდავი_ მონა, დანთქმული

სასიყვარულო ოცნებებში, რასაც ოლიმპო

მოგვიძღვის ხოლმე, მუსაიფით, სახის ნაკვთებით,

განა მშვენიერ და უწეო ქალს არ გვაგონებს!

თავდავიწყებით რომ მიეტრფის შმაგი მიჯნური,

მას უყვარს არა ოცნებათა ბროლის კოშკები,

არამედ იგი_მიწიერი და ვნებიანი

ალერსის უცხო და მთრთოლვარე ტბაში მცურავი;

ქედსაც მოუხრის, დაიმცრობა, დაემონება,

ხოლო როდესაც შეცდომა და ღალატი მწარე

მოშხამავს, მყისვე განრისხდება ტყუილუბრალოდ,

თითქო ქალია დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ;

ქალი ხომ მიწის კუთვნილია და არა ზეცის

და მიჯნურისთვის ამოუხსნელ ქარაგმად რჩება,

ის საჩუქარი, რასაც სატრფო მოუძღვნის ხოლმე

და ამაოა მოლოდინი უფრო ფაქიზი

და უფრო მძლავრი სიყვარულის, უფრო დიადის,

როცა მონუსხავს თვალთა მღვრიე და მწვავე შუქი.

ბუნებამ ასე განაჩინა: სხეული მისი

უფრო ნაზია, უფრო სუსტი, უფრო სათუთი,

არც ჭკუა მოსდევს უფრო ღრმა და უფრო ნათელი,

შენ კი ვერასდროს იგრძნობდი და წარმოიდგენდი

რა ცეცხლით მწვავდი, ასპაზია, შენ არ უწყოდი

დაუსაზღვრელი სიყვარული, ტანჯვა, წამება

და ხეტიალი გამოუთქმელ ზმანებებისკენ.

რომელიც ჩემში ცახცახდება, ზუსტად ასევე

არ უწყის ხოლმე მუსიკოსმა, თუ ხელი მისი

და ჯადოსნური ხმა რა ვნებას აღუძრავს მსმენელს.

მოკვდა მიჯნური ჩემი, მოკვდა ჩემი ცხოვრების

წრფელი მიზანი და ჟამიჟამ ცოცხლდება მხოლოდ

ლანდი მწუხარე, დაფარფატებს თვალწინ ჟამიჟამ;

ო, ასპაზია, ამა ქვეყნად ულამაზესი

ხატება შენი ისევ ბრწყინავს, ისევ კაშკაშებს,

მაგრამ დამცხრალა ღელვა ძველი, ვნებები ძველი,

რადგან შენ კი არ მოგელტვოდი, არამედ უცხო

ღვთაებას, უკვე გარდაცვლილს და დამარხულს სულში,

რარიგ მიყვარდა, რარიგ მწამდა და ვაღმერთებდი,

რარიგ მტანჯავდა იდუმალი მშვენება მისი,

მე ადრე მივხვდი სიცრუეს და მზაკვრობას შენსას,

მაგრამ ჯერ კიდევ ციმციმებდა თვალედში ციურ

სინათლის წვეთი და გლოცავდი ცნობამიხდილი,

ვიშვებდი ლაღად, სანამ მისი შუქი მწვდებოდა,

სხვა რამ ფიქრს გულში წამითაც კი ვერ გავივლებდი

ბედნიერების აჩრდილს ჩუმად მიველაციცე

და ეს მონობაც იყო ტკბილი და დამბანგავი.

ამიერიდან იამაყე საზრიანობით,

თქვი, რომ ამქვეყნად ერთადერთი ქალი იყავი,

ვის ფერხთა ქვეშე მწუხრეულმა დავხარე თავი,

ვინც დაიმონა და უმალვე დაიმორჩილა



ჩემი სასტიკი და ამაყი გული, უამბე

სხვათა და სხვათა, რომ ამქვეყნად იყავ პირველი

ქალი და ალბათ უკანასკნელიც,

ვისაც მუდარით შეჰყურებდნენ თვალები ჩემი

და წამწამები იხრებოდნენ სიმორცხვისაგან;

მე კი მღელვარე (ახლაც უცხო მდაგავს სირცხვილი)

თავდავიწყებით ვნთქავდი ყველა შენს მოძრაობას,

ყველა შენს სურვილს, ხმას, საუბარს და ვფითრდებოდი

და ვბრწყინდებოდი მოწყალების შენის ნიშანზე,

ბნდებოდა გული, მღელვარებდა სისხლი ყოველი

შემოხედვისგან... მაგრამ აი, მოულოდნელად

გაქრა ხიბლი და სილამაზე და ცივ მიწაზე

დაეცა ჩემი მძიმე უღელი;

აი, რატომ ვარ მხიარული,თუმცა ნაღველი

მიჭერს ყელამდე, მაგარამ ყველა შეცდომის შემდეგ,

ტკივილს შემდგომ, თამამი და დაფიქრებული,

მოვუხმობ გონს და ვესალმები თავისუფლებას,

რადგან ცხოვრება უშეცდომო, უნდო, უვნებო,

ბნელია როგორც ზამთრის ღამე უვარსკვლავებო

და მე ვიკმარებ ამ პატარა შურისძიებას,

თავს დავიმშვიდებ, რომ ბალახზე ვწევარ ისევე,

უმოძრაო და მოღიმარი, გავყურებ წყნარად

მიწას, ზღვასა და უსასრულო ზეცის კარიბჭეს.
 წყარო