ალექსანდრე ყაზბეგი და პესიმიზმი

ka.wikipedia.org    ალექსანდრე ყაზბეგი როგორც ვიცით კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი „სამოციანელების“ ტრადიციათა გამგრძელებელი იყო,მაგრამ მას ხშირად პესიმისტურ განწყობილებასაც მიაწერენ,ვინაიდან მის ყოველ ნაწარმოებში მთავარი მოქმედი პირები იღუპებიან. 

ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ – გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა.  

ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია – მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. უთანასწორო ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ხშირად ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცურად, თავს დებენ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე. დაღუპულ გმირთა შემდეგ რჩება ნათელი კვალი, რომელიც ამაღლებულ, ჰეროიკულ-ოპტიმისტურ ჟღერადობას სძენს ნაწარმოებს. 
 აქ პესიმიზმის არაჩვეულებრივ სახეს ვხვდებით,ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება ერთგვარი სიმბოლოა პესიმიზმით პესიმიზმის დათრგუნვისა.
                                                                    youtube.com