მე იმდენად ოპტიმისტი ვარ რომ პესიმისტი მგონია თავი."ამ მოსწრებულ გამოთქმაში კარგად ჩანს პესიმიზმის არსი,რომ პესიმიზმი ოპტიმიზმის მოთხოვნილებაა.
უმჯობესია ვთქვატ ოპტიმიზმის ნაკლებობა,ვიდრე პესიმიზმის სიჭარბე,რადგან ამ უკანასკნელში ნაკლებად ჩანს ზოგადად ოპტიმიზმისთვის,ხვალინდელი დღის იმედისთვის მოწოდებული ადამიანის ბუნება.ამდენად,ადამიანებში მხოლოდ ოპტიმიზმი არსებობს,განსხვავება მხოლოდ მის ხარისხშია,არსებობს ყოველგვარი რაციონალურობისგან დაცლილი,იმპულსური ოპტიმიზმი,რომელიც სრულიად დაშორებულია რეალობას და არსებობს რაციონალური ოპტიმიზმი,რეალობით სულდგმული შეგრძნება,რომელიც ხშირად პესიმიზმს ჰგავს,ამგვარი ფენომენი კარგად არის ასახული ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში,ილია იმდენად რეალისტია,რომ შეიძლება ვინმემ პესიმიზმი დასწამოს.
მარკ ტვენი ამბობდა:
"თუ 40 წლის ასაკში ოპტიმისტი ხარ, ძალიან ცოტა გცოდნია და თუ პესიმისტი, ძალიან - ბევრიო.'' ეს სიტყვები შემდეგ გამონათქვამს მოგვაგონებს:
"პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტიაო",ორივე მათგანი კი იმაზე მიგვანიშნებს,რომ არსებობს ისეთი რაღაც,რისი შეცნობაც ადამიანში პესიმიზმს აღვიძებს,მაგრამ აქ სინამდვილეში პესიმიზმი დაუკმაყოფილებლობას,კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის მოთხოვნას განასახიერებს.