ლექსიკონი

პესიმიზმი-[ლათ. pessimus ძალიან ცუდი] - ყველაფერში ცუდი, ბნელი მხარეების დანახვა; სევდიანობა, გულგატეხილობა, უიმედობა (საპირისპ. ოპტიმიზმი).
სიმბოლიზმი-[ფრანგ. symbolisme] - ანტირეალისტური, დეკადენტური მიმართულება ბურჟუაზიულ ლეტერატურასა და ხელოვნებაში მე-19 ს.-ის ბოლოს და მე-20 ს. დასაწყისში; მხატვრულ ხერხად აცხადებდა სიმბოლოს როგორც საგნებისა და მოვლენების მიუღწეველი არსის გამოხატვის საშუალებას.
ფატალიზმი-[ლათ. fatalis საბედისწერო] - (წიგნ.). ბედისწერის (ფატუმის) არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენა.
დეტერმინიზმი-[ლათ.determino განვსაზღვრავ]-მატერიალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყველა მოვლენა აუცილებელი მიზეზობრივი კავშირით არის განპირობებული.
დაოიზმი-ჩინეთში გავრცელებული ერთ-ერთი რელიგია.
ოპტიმიზმი-[ლათ.optimus საუკეთესო]-ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა; მხნე განწყობილება, მომავლის რწმენა; იმედიანობა (საპირისპ. პესიმიზმი).
ფუტურიზმი - [ლათ. futurm მყოფადი, მომავალი] - მე-20 ს. ლიტერატურასა და ხელოვნებაში: ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა რეალიზმს, მთელ ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს და ცდილობდა შეექმნა ახალი, თითქოსდა თანამედროვეებისათვის შესაფერი სტილი.
სფინქსი -[ბერძ. Sphinx] - 1. ძველ ეგვიპტეში: უზარმაზარი ქვის ფიგურა-ადამიანის თავის მქონე მწოლიარე ლომი (ფარაონის ძლიერების განსახირება). 2. ბერძნულ მითოლოგიაში: ფრთოსანი არსება, რომელსაც ტანი ლომისა აქვს, თავიდა მკერდი ქალისა; კლავდა მგზავრებს, რომლებიც ვერ გამოიცნობდნენ მათთვის მიცემულ გამოცანას. 3. (გადატ.). საიდუმლოებით მოცული ვინმე ან რამე; ვინც ან რაც წარმოადგენს გამოცანას, გაუგებარია სხვებისათვის. 4. ვიწროცხვირიანი მაიმუნი ჰავიანების გვარისა. 5. ერთგვარი პეპელა.
დეკადანსი -[ფრანგ.decadence]-კულტურის დაქვეითება, დაცემა (იხ. დეკადენტობა).
სკეპტიციზმი- [ბერძ. skepsis განხილვა] - 1. იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტური სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობას. 2. კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება, დაეჭვება რისამე სისწორეში ან შესაძლებლობაში.
სუბიექტივიზმი- (ფილოს.). იგივეა, რაც სუბიექტური იდეალიზმი. 2. მიმართულება ბურჟუაზიულ სოციოლოგიაში, რომლის მიხედვითაც საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს არა ობიექტური კანონზომიერებანი, არამედ სუბიექტური ფაქტორები (ცალკეულ პიროვენებათა ნებისყოფა, მიკერძოება, ობიექტურობის არქონა.
ნიჰილიზმი -[ლათ.nihil არაფერი]-1.ყველაფრის ხელაღებით უარყოფა, საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მიუღებლობა. 2.მე-19 საუკ. მესამოცე წლებში რუსეთში: რაზნოჩინული ინტელიგენციის (იხ. რაზნოჩინელები) წრეში გაჩენილი მიმართულება, რომელიც უარყოფითად ეკიდებოდა თავადაზნაურული საზოგადოების ტრადიციებს.
ერინიები -[ბერძ. Erinyes]- ბერძნულ მითოლოგიაში: შურისმაძიებელი ქალღმერთები, რომლებიც სდევნიან დამნაშავეებს (რომაულ მითოლოგიაში მათ შეესაბამებიან ფურიები; იხ. ფურია, მნიშვ. 1); ცოდვამონანიებულთათვის გადაიქცევიან ხოლმე მოწყალე ქალღმერთებად- ევმენიდებად.