პესიმიზმი და სიკვდილი

პესიმიზმის ცნებასთან ღრმა კავშირშია სიკვდილი,როგორც ადამიანთა სინანულის,შეუგუებლობის თუ სევდის მიზეზი.დროის მარადიულობის ფონზე საკუთარ ჟამადმყოფობას მწარედ განიცდის სამყაროს გვირგვინი ადამიანი და ეს მასში ძლიერ პესიმიზმს აღძრავს.
                                        "იქნება ბევრი რამე იქნება,მაგრამ ამქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით"
-ამბობს გალაკტიონ ტაბიძე და აქ წარმოგვიდგება სიკვდილი,როგორც პესიმიზმის ფუნდამენტი.
   და მაინც რა არის სიკვდილი? არის ეს სიცოცხლის დასრულება, თუ ეს ცხოვრების სხვა ფორმით გაგრძელება.


  გენეტიკის (დნმ) პრინციპის თანახმად, შვილი მშობლისგან ღებულობს ბიოლოგიურ თვისებებს. მსგავსად ამისა, ჩვენი პირველი წინაპრებისგან, მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა (გენეტიკური არასრულყოფილება) და სწორედ ამიტომ ვბერდებით და ვკვდებით
 რა მდგომარეობაშია გარდაცვლილი ადსამიანი? ნათელი პასუხი ამაზე, იესომ მოგვცა, როდესაც ის საუბრობდა გარდაცვლილ ლაზარეზე. ,,ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა; მე მის გასაღვიძებლად მივდივარ'' (იოანე 11: 11-14). სინამდვილეში ლაზარე გარდაცვლილი იყო, თუმცა იესომ მისი მდგომარეობა, მძინარე ადამიანს შეადარა. მას არ უთქვამს, რომ ლაზარე მოკვდა მაგრამ განაგრძობს არსებობას, სხვა ფორმით. რა წერია სიკვდილის შესახებ, ბიბლიის სხვა ნაწილებში. მაგალითად: ,,ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ'' (ეკლესიასტე 9: 5-10).   
   ამავე წიგნში ვკითხულობთ - ,,რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია -- ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა'' (ეკლესიასტე 3: 19-20).
ადამიანი ზოგადად ოპტიმიზმისთვის,ხვალინდელი დღის იმედისთვის არის მოწოდებული,ამიტომ ის იწყებს სიკვდილთან შეგუებაზე ფიქრს,ის კარგად ითავისებს რუსთველისეული შეუპოვარი სიკვდილის არსს  :
"ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი." 
სიკვდილი არის ის, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს,ყველასთვის საზიაროა და ეს მასთან შეგუების ერთ-ერთი პირობაა.