"…ქართულ პოეზიაში მწუხარება სულით არავის დაუღვრია ისე, როგორც ტერენტი გრანელს… ის დადის, როგორც ქრისტე – მოხსნილი წამების ჯვრიდან, დაჭრილი გულით… იგი არის და დარჩება სფინქსად პოეზიაში”
ვანლერ დაისელი
ტერენტი გრანელის არაერთი ლექსი წარმოგვიდგება როგორც ძლიერი ვნებათღელვით შეპყრობილი, სასოწარკვეთილი ადამიანის სულის მოძრაობად,პესიმიზმის უტყუარ გამოვლინებად,მაგრამ ამ პესიმიზმშიც კი შეიძლება შევნიშნოთ რაღაც ამაღელვებელი,იმედის მომგვრელი და ტერენტი გრანელიც იმ სულისკვეთების განმასახიერებლად გვევლინება რაზედაც აკაკი წერეთელი იტყოდა: “მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება”
გულდასერილი,სევდით შეპყრობილი ტერენტი გრანელიც თავისი პიროვნული ტრაგედიის ფონზე კიდევ უფრო აღფრთოვანდება იმ სიხარულით რასაც ის პოეზიისგან ღებულობს და გრანელის შემოქმედებაც არაფერია თუ არა პასიური ამბოხი პესიმიზმის წინააღმდეგ,სიცოცხლით გატანჯული პოეტი ვერც სიკვდილში ხედავს გამოსავალს,მაგრამ ამ ორს შორის არსებობს “რაღაც სხვა” პოეზია,რომელიც ნუგეშად ეფინება პოეტის სევდით დაფლეთილ სულს.
ზეცა მწყურია და მიწა მშია
ტერენტი გრანელი
ზეცა მწყურია და მიწა მშია,
ვფიქრობ გაწყვეტილ სიმზე.
ვიცი ეს კაცი მე შემეჩვია
და იჭვის თვალით მიმზერს.
ასეთი ფიქრი გუშინაც მახლდა,
ვფიქრობ სიცოცხლის აზრზე.
ხელდაკრეფილი მივდივარ ბაღთან,
მინდა გაფრენა ცაზე.
სხვა კაცი ასე არ ივლის,
ვფიქრობ შორეულ დაზე.
და შემიძლია, მკვდარივით
სადმე მინდორში დავწვე.
ზეცა მწყურია და მიწა მშია,
ვფიქრობ გაწყვეტილ სიმზე.
ვიცი, ეს კაცი მე შემეჩვია
და იჭვის თვალით მიმზერს.
ზეცა მწყურია და მიწა მშია
ტერენტი გრანელი
ზეცა მწყურია და მიწა მშია,
ვფიქრობ გაწყვეტილ სიმზე.
ვიცი ეს კაცი მე შემეჩვია
და იჭვის თვალით მიმზერს.
ასეთი ფიქრი გუშინაც მახლდა,
ვფიქრობ სიცოცხლის აზრზე.
ხელდაკრეფილი მივდივარ ბაღთან,
მინდა გაფრენა ცაზე.
სხვა კაცი ასე არ ივლის,
ვფიქრობ შორეულ დაზე.
და შემიძლია, მკვდარივით
სადმე მინდორში დავწვე.
ზეცა მწყურია და მიწა მშია,
ვფიქრობ გაწყვეტილ სიმზე.
ვიცი, ეს კაცი მე შემეჩვია
და იჭვის თვალით მიმზერს.
ის კვდება, მაგრამ
ის კვდება, მაგრამ
რჩება გენია.
ბევრი დღე გაჰქრა,
წინ რამდენია.
შენსკენ მოჰქრიან ეს ჩემი გზები
და ვხედავ ფოთლებს, ბაღში დაფენილს
მე მიყვარს ჩემი კარგი ლექსები,
იყოს ლექსები, სხვა არაფერი.
მდუმარე საყდარს ნელა ჩავუვლი,
მღალავს დღეების განმეორება.
არ არის დიდი დანაშაული,
თუ ვერ მოვაწყვე ჩემი ცხოვრება.
ძვირფასო, კარგი საქმეა ახლა,
ჩემს სხეულიდან თუ დარჩა ფერფლი.
არ უნდა ფიქრი და პირველი მე ვარ,
მე, პოეზიის უმანკო მსხვერპლი.
დღეთა სიმძიმე ჩემს გულს აჩნია
და ვხედავ ფოთლებს, ბაღში დაფენილს.
ლექსების გარდა არ გამაჩნია,
იყოს ლექსები, სხვა არაფერი.
კითხვა ასეთი: ყოფნის რაობა
კითხვა ასეთი: ყოფნის რაობა,
სევდა მეტია, მე დღესაც ვნაღვლობ.
ეს ნიკოლოზის სასაფლაოა
და ცირეკიძე14 მარხია ახლოს.
სული - თოვლია და ხორცი - ლეში,
ჩემი გონება ისევ საღია.
დაფიქრებული მე ვზივარ მზეში,
ირგვლივ მზე არის და ბალახია.
და ნაზი ხმები შეწყდა სრულიად,
და გაღმა ჩნდება ღია ფანჯრები.
ჩემთვის წამება სიხარულია
და მიხარია, რომ ვიტანჯები.