
არტურ შოპენჰაუერს უწოდეს "პესიმიზმის ფილოსოფოსი", იმიტომ, რომ სამყაროს მოიხსენიებდა ლეიბნიცის სიტყვებიs sawinaaRmdegod "ყველაზე ცუდად, შესაძლოთა შორის".
"ცხოვრების პირველი ნახევრისათვის ნიშნეულია ბედნიერების დაუოკებელი წყურვილი, მეორისათვის კი უბედურების შიში", წერდა დიდი მოაზროვნე. "ადამიანი მხოლოდ ხანდაზმულობისას იმსჭვალება ჰორაციუსისეული nil admirari-ით (ნურაფერი განგაცვიფრებს), ესე იგი, უშუალო, გულწრფელი და მტკიცე რწმენით, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნად ყველაფერი უბადრუკია, უაზრო და უშინაარსო; ქიმერები გაქრნენ, ადამიანს აღარ ჰგონია, რომ სადღაც, ქოხსა თუ სასახლეში, არსებობს რაღაც უჩვეულო, ენით უთქმელი ბედნიერება, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ის, რითაც თვითონ ტკბებოდა, სულიერი ტანჯვისა თუ ხორციელი ტკივილისაგან თავისუფალი..."
შოპენჰაუერის პესიმისტური მსოფლხედველობა კარგად ჩანს,აგრეთვე შემდეგ სიტყვებში:
ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე მეტყველებს,
რომ ადამიანს დაებედა მიწიერ ბედნიერებაში შეიცნოს
რაღაც გამაცრუებელი, უბრალო ილუზია,
რისი წინაპირობებიც ღრმად ძევს საგანთა არსში.
როგორ შეიძლება დავიჯეროთ,
თითქოს, ადამიანი იმისთვის არსებობდეს, რომ ბედნიერი იყოს?!
თუ კი ცხოვრება რაიმეს იძლევა, მხოლოდ იმისთვის, რომ წაგვართვას.
ბედნიერება ყოველთვის ძევს მომავალში, ან წარსულში,
ხოლო აწმყო, ჰგავს პატარა, პირქუშ ღრუბელს,
რომელსაც ქარი მიდენის მზის სხივებით თანაბრად განათებულ სივრცეში:
მის წინ და უკან სინათლეა, მხოლოდ თავად ის,
თავისთავისაგან გამუდმებით განაგდებს შუქ-ჩრდილებს.
ამიტომ, აწმყო ვერასოდეს დაგვაკმაყოფილებს,
მომავალი არასაიმედოა, ხოლო წარსული – დაუბრუნებელი.
ჭეშმარიტება ასეთია: ჩვენ უნდა ვიყოთ უბედურნი და ჩვენ ვართ უბედურნი.”
youtube.com