პესიმიზმი თავისი არსით ახლოს არის ფატალიზმთან,რადგან ორივე მათგანი ადამიანის უუნარობას აღიარებს,ფატალიზმი ამის მიზეზად ბედის არსებობას მიიჩნევს,განვიხილავ ფატალიზმს,როგორც პესიმიზმის ერთ-ერთ კერძო შემთხვევას.
ფატალიზმი თავისი კლასიკური სახით ანტიკურ სამყაროში ჩამოყალიბდა. ბერძნულ-რომაული პანთეონის ყველა ღვთაება, უპირობოდ ემორჩილება ბედიწერას. ამ შემთხვევაში თავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მისი მოქმედება მკაცრადაა შემოსაზღვრული ბრმა ბედიწერის მიერ და ადამიანს ამ საზღვრებს გარეთ გასვლა არ ძალუძს. ამგვარი ფატალისტური დეტერმინიზმი მთლიანად აუქმებს ადამიანს, როგორც ზნეობრივ არსებას და უხსნის პასუხისმგებლობას ჩადენილ საქციელზე. ადამიანი თუ მკვლელობას ჩადის, ეს ცოდვა კი არაა, არამედ ბედისწერის მიერ წინასწარგანზრახულის აღსრულება, ასევე კეთილი საქმე მას სათნოებად კი არ შეერაცხება, არამედ ისიც აუცილებლობის გამოვლინებად ითვლება. ამგვარ მიდგომას კი სიკეთისა და ბოროტების განუსხვავებლობამდე, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმამდე მივყავართ. მსგავსი ფატალიზმი ახასიათებს ბევრ ოკულტურ სწავლებას, მათ შორისაა ასტროლოგიაც. ოღონდ იქ ბრმა ბედიწერის ბატონობა ადამიანის ბედზე ციურ სხეულთა მოქმედებით არის შეცვლილი. რაც შეეხება აღმოსავლურ რელიგიებს, მათი საერთო ნიშნები პანთეიზმი და იმპერსონალიზმია, რაც არა მხოლოდ პიროვნული ღმერთის ცნებას აუქმებს, არამედ თვით ადამიანშიც მისი ბუნების და პიროვნების იგივეობასაც ამტკიცებს. ამ შემთხვევაში ადამიანის მოქმედება ერთმნიშვნელოვნადაა განპირობებული მისივე ბუნებით. იგი საკუთარი თავის წინაშეც კი არაა თავისუფალი. გარდა ამისა ინდუიზმსა და ბუდიზმში კარმის კანონი ბატონობს, რომლის მიხედვითაც ადამიანის ცხოვრებას მისი უწინდელი ცხოვრების წესი განსაზღვრავს.
როგორც ხედავთ ფატალიზმს გარკვეულწილად პესიმიზმი ეფუძნება,მართალია ის ბედს ცნობს,როგორც უძლეველ ფენომენს,მაგრამ სინამდვილეში ეს საკუთარი უმწეობის შეგრძნების აღიარებაა და მეტი არაფერი.