ნიცშე და პესიმიზმი


ნიცშეც პესიმიზმის ანტიპოდად გვევლინება,პესიმიზმი და სასოწარკვეთა მისი განკიცხვის საბაბია და მისი მეამბოხე სულისკვეთება კარგად ჩანს მის "ანტიქრისტეში"
ფრიდრიხ ნიცშე - ანტიქრისტე


 თავი 1

 შევხედოთ ერთმანეთს! ჩვენ ჰიპერბორეელები ვართ და კარგად ვიცით, სად არის ჩვენი ადგილი. “ვერც ხმელეთით, ვერც ზღვით, ვერ მიაგნებთ ჰიპერბორეელთ” - ეს თვის დროზე პინდარმაც კი იცოდა ჩვენ შესახებ. ჩრდილოეთს, ყინულსა და სიკვდილს მიღმაა ჩვენი ცხოვრება, იქაა ჩვენი ბედნიერება. ჩვენ ვიპოვეთ გზა ამ ბედნიერებისკენ. ამ ცოდნას ათასწლეულების ლაბირინთში ვაგროვებდით. ვის აქვს ეს ცოდნა ჩვენ გარდა? დღევანდელ ადამიანს? “არ შემიძლია გამოსავლის პოვნა” - სულ ესაა, რისი თქმაც შეუძლია დღევანდელ ადამიანს. თანამედროვე ცხოვრების სტილმა ადამიანები დააავადმყოფა, მიაჩვია ობმოდებულ მშვიდობასა და მშიშრულ დათმობებს. ტოლერანტობა, რომელსაც გულმოწყალეები იჩენენ ყველაფრის მიმართ, ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ცხელი ქარია. ჯობია იცხოვრო მარტომ, ყინულებით გარშემორტყმულმა, ვიდრე სისულელეებით ნასაზრდოები თანამედროვე კაცობრიობის გვერდით. ჩვენ საკმარისად მამაცები აღმოვჩნდით, არ დავინანეთ არც ჩვენი თავი, არც სხვები, დიდხანს ვეძებდით, საით მიგვემართა ჩვენი სიმამაცე. დავითრგუნეთ, და ფატალიზმი დაგვწამეს. ჩვენი ბედი - მუდმივი დაძაბულობა და თავის გაძლიერებაზე ზრუნვა იყო, გვწყუროდა საგმირო საქმეები, რაც შეიძლება შორს ვიდექით უსუსურებისბედნიერებისგან”, ვერიდებოდით მათსავით დამდაბლებას. ჩვენი ცა ნელ-ნელა იღრუბლებოდა, რადგან გზას ვერ ვპოულობდით, თუმცა, საბოლოოდ მაინც ვიპოვეთ.

 თავი 2

 რა არის კარგი? - ყველაფერი, რაც ზრდის ძალას და სურვილს, იყო ძლიერი.
 რა არის ცუდი? - ყველაფერი, რასაც სისუსტე წარმოშობს.
 რა არის ბედნიერება? - იმის შეგრძნება, რომ ძალა მატულობს და წინააღმდეგობები დაძლეულია.
 მეტი ძლიერება, და არა თვითკმაყოფილება. ომი, და არა -  მშვიდობა ნებისმიერ ფასად.
 სუსტი და უვარგისი უნდა განადგურდეს - ეს ჩვენი პირველი პრინციპია. მათ ჩვენ უნდა დავეხმაროთ დაღუპვაში.
 რა არის ყველა ნაკლზე უარესი?  - სიმპათია, რომელსაც სუსტებისა და უვარგისებისადმი იჩენენ - ქრისტიანობა.

 თავი 3

 მე არ ვკითხულობ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს დღევანდელი კაცობრიობა. ჩემთვის მთავარი საკითხია, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი - მიზანდასახული, ძლიერი, სიცოცხლის ღირსი, მომავლის შექმნაზე ორიენტირებული.

 წარსულში ასეთი ადამიანები არცთუ იშვიათად გვხვდებოდნენ, თუმცა, როგორც წესი, მათი არსებობა იღბლიანი შემთხვევა იყო, გამონაკლისი და არა - სურვილის შედეგი. მათი ყოველთვის ეშინოდათ. და ამ შიშმა შექმნა მეორე ტიპის ადამიანი - ავადმყოფი შინაური ცხოველი - ქრისტიანი.

 თავი 4

 კაცობრიობა ნამდვილად არ მიისწრაფის უფრო მაღალი განვითარების დონისკენ. ის, რასაც დღესპროგრესსუწოდებენ, სრული სიყალბეა , რადგან დღევანდელი ევროპელი გაცილებით დაბლა დგას, ვიდრე თუნდაც რენესანსისდროინდელი ევროპელი იდგა. ესწინსვლასულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ძლიერდებიან და  ვითარდებიან.

 ისიც მართალია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა კულტურის წიაღში ჩნდება უფრო მაღალგანვითარებული ადამიანი, რომელიც დანარჩენებთან შედარებით, მართლაც რომ ზეკაცია. ეს ყოველთვის ხდებოდა და მოხდება კიდეც. შესაძლებელია,მხოლოდ ინდივიდი კი არა, მთელი რასა, ერი ან ტომი იყოს მაღალგანვითარებული.

 თავი 5

 ქრისტიანობამ წამოიწყო სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა ადამიანთა წინააღმდეგ, მათი ყველა ინსტინქტი ცოდვად მონათლა და მათ დათრგუნვაზე დაიწყო ზრუნვა. ქრისტიანობამ შექმნაბოროტებისცნება ამ ინსტინქტებისგან.  ძლიერი ადამიანი კი, რომელიც ამ ინსტინქტებით მოქმედებს, ბოროტების განსახიერებად მიიჩნია. ქრისტიანობა მხარს უჭერს სუსტებს, მდაბიოებსა და არასრულფასოვნებს. მისი იდეალისასიცოცხლოდ აუცილებელ ინსტინქტებს დაპირისპირებული ადამიანია. ქრისტიანობამ იერიში გონებრივად განვითარებულებზეც მიიტანა, როდესაც ინტელექტუალურ ღირებულებებს დაუპირისპირდა და ისინი ცოდვის,ცდუნების წყაროდ გამოაცხადა.

 თავი 6

 ჩემს წინ ტრაგიკული და მტკივნეული სურათია - მე გამოვააშკარავე ადამიანთა ნაკლოვანება. ჩემი ეს სიტყვები სულაც არაა მორალის კითხვა.  ვამბობ ყოველგვარი მორალური დატვირთვის გარეშე: ნაკლოვანება, რომელზეც მე ვსაუბრობ,  ყველაზე ნათლად სწორედ იქ ვლინდება, სადაც ყველაზე დიდი მიდრეკილება აქვთ სათნოებისკენ. ალბათ ხვდებით, რომ ნაკლოვანებაში- დეგრადირებულობას ვგულისხმობ. მიმაჩნია, რომ ყველა ღირებულება, რომელსაც კაცობრიობა ემყარება, სწორედ რომ დეგრადირებულია.

 მე დეგრადირებულად მიმაჩნია ყველა, ვინც კარგავს თავის ინსტინქტებს, ვინც ირჩევს იმ გზას, რომელიც ზიანს მოუტანს. “მაღალი გრძნობები”, “კაცობრიობის იდეალები” - სწორედ ის ცნებებია, რომლებმაც ადამიანის დეგრადაცია გამოიწვია. სიცოცხლე - გაზრდას, განვითარებას, გადარჩენისთვის ბრძოლას, ძალის მოკრებას, ძლიერებას გულისხმობს. ის, ვინც კარგავს ძლიერების სურვილს, იღუპება. ადამიანთა ესუმაღლესი იდეალებიკი სწორედ ამ ძლიერების სურვილსაა მოკლებული, სამაგიეროდ დღეს გაიდეალებულია დეგრადირებულობა და ნიჰილიზმი.


თავი 7


ქრისტიანობა - სინანულის რელიგიაა. სინანული კი ეწინააღმდეგება ყველა იმ გრძნობას, რომელიც სიცოცხლის ხალისს გვაძლევს. ადამიანი, რომელიც რაღაცას ნანობს - ძალას კარგავს. სინანული წარმოშობს ტანჯვას, თვითგვემის სურვილს, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მიგვიყვანოს სიცოცხლის, საციცოცხლო ენერგიის მსხვერპლად გაღებამდე (ნაზარეველის შემთხვევა). თუ გადავხედავთ სინანულით გამოწვეულ შედეგებს, უფრო ნათელი გახდება მისი დამანგრეველი ზემოქმედება. სინანულის გაიდეალება ეწინააღმდეგება ევოლუციის, ბუნებრივი გადარჩევის კანონს, სამაგიეროდ, ხელს უწყობს მათ, ვინც განადგურების ღირსნი არიან. სინანული მათ მხარესაა, ვინც ცხოვრებისგან ვერაფერი მიიღო. დღესდღეობით კაცობრიობა სინანულს უმაღლეს გრძნობად მიიჩნევს, მაშინ როდესაც ყოველი ძლიერებაზე ორიენტირებული სისტემა მას სისუსტედ თვლის. ადამიანები უფრო შორს წავიდნენ - სინანული დაუდეს საფუძვლად ყველა სხვა იდეალს. უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული და მასზე დამყარებული ღირებულებები ნიჰილისტური ფილოსოფიისმონაპოვარია”, რომლის მიღმაც სიცოცხლის უარყოფა იმალება. შოპენჰაუერი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ სინანული - ცხოვრების უარყოფა და ნიჰილიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. კიდევ ვიმეორებ: სინანული უპირისპირდება საციცოცხლოდ აუცილებელ ინსტინქტებს. იცავს რა სუსტებსა და საცოდავებს, სინანული გვევლინება დამცირებისკენ მიმავალი გზის გამკვლევად, რომელსაც საბოლოოდ გადაშენებამდე მივყავართ. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ეს გზაგადაშენებისკენმიდის - ამბობენ, რომ სინანული მიგვიყვანსღმერთთან”, “სამოთხეში”, “ხსნასთანდა ... ეს თითქოსდა ჭეშმარიტება, რომელიც სინამდვილეში რელიგიური ნაგავია, მაშინ აშკარავდება, როდესაც ადამიანი თვალს გაადევნებს იმ გზას, რომლისკენაც სინანული მიგვიძღვის. შოპენჰაუერი სიცოცხლის მტერი იყო - ამიტომაც მიიჩნევდა სინანულს ღირსებად. არისტოტელე, როგორც ვიცით, სინანულს მიიჩნევდა გონების ავადმყოფურ, საშიშ მდგომარეობას, რომლის განკურნების საშუალებადაც საფაღარათო წამალს მიიჩნევდა. საციცოცხლო ინსტინქტმა უნდა გვიბიძგოს, გავანადგუროთ ყოველი ისეთი სინანულის გამოვლინება, როგორიც, მაგალითად, გვქონდა შოპენჰაუერის შემთხვევაში (და არამარტო შოპენჰაუერის - ასეთი გვხვდებოდა პეტერბურგიდან პარიზამდე, ტოლსტოიდან ვაგნერამდე). ჩვენს ავადმყოფურ დღევანდელობაში არაფერია იმაზე ავადმყოფური, ვიდრე ქრისტიანული სინანული. დღეს გამოსავლის ძებნა, დაუნდობლობა დეგრადირებულობისადმი, ჩვენი, ჰიპერბორეელების საქმეა!

 თავი 8

აუცილებელია აღვნიშნოთ, ვის მივიჩნევთ ჩვენს მოწინააღმდეგეებად - ღვთისმეტყველებს და ყველას, ვისაც მათი იდეებით აქვს გაჯერებული სისხლი. ეს საწამლავი იმაზე ძლიერია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია: მე ყოველი იდეალისტში ვხედავ ღვთისმეტყველის ქედმაღლურ თვისებებს - მათ აქვთ პრეტენზია, ამაღლდნენ რეალობაზე და ზემოდან გადმოგვხედონ ეჭვის თვალით. იდეალისტები, როგორც ყოველი ღვთისმსახური, თან ატარებენ ყოველ თავიანთდიადიდეებს, და ზიზღით უპირისპირებენ ისეთ ცნებებს, როგორებიცააგრძნობები“, „მეცნიერება“, „კეთილდღეობა“.. ისინი ამ ცნებებს მიიჩნევენსულისთვისმავნედ, მაცდურად, და თვლიან, რომ სული მათზე ამაღლებული უნდა იყოს. სამაგიეროდ, აიდეალებენ უმანკოებას, სიღატაკეს, თავმდაბლობას, ერთი სიტყვითსიწმინდეს“, რომელმაც, სხვათა შორის, უფრო დიდი ზიანი მოუტანა კაცობრიობას, ვიდრე ყველა უბედურებამ ერთად. სანამ თავის დათრგუნვაში დახელოვნებულ მღვდლებს, აღიქვამენ როგორც განსაკუთრებულ, ამაღლებულ ადამიანად, შეუძლებელი იქნება პასუხი გაეცეს შეკითხვას - „რა არის სიმართლე?“ დღესდღეობით სიმართლე თავდაყირა დგას, რადგან მის მცველებად სწორედ ეს არარაობები მიაჩნიათ.