სიმბოლიზმი და პესიმიზმი

                                                               ka.wikipedia.org
სიმბოლიზმი (ფრანგ. symbolisme), მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში (საფრანგეთში — შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა. ბელგიაში — ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში — გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში — ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი; ავსტრიაში —

 რაინერ მარია რილკე; რუსეთში — ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი).

სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო პარნასელთა პოეზიაზე. მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე. სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა. მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი ამაგი დასდეს ლირიკული აზროვნების განვითარებას.

      სიმბოლიზმა გამოიწვია რეალიზმის  დაშლა და ანტირეალიზმის დამკვიდრება.სინამდვილის ადგილი დაიკავა სუბიექტის "მემ",გამსჭვალულმა პესიმიზმითა და სკეპტიციზმით."დეკადანსი,რომელიცც იდეალისტურ ფილოსოფიას ეფუძნება,უკიდურეს სუბიექტივიზამდე მიდის,როცა პოეტი არაფერს შეიცნობს გარდა საკუთარი თავისა",-წერდა ა.ბლოკი.
 სინამდვილისაგან განმდგარმა დეკადენტებმა ცხოვრების უსასრულო უდაბნოში ერთადერთ ოაზისად ხელოვნება გამოაცხადეს.ისინი ამტკიცებდნენ,თითქოს სინამდვილეს ხელოვნება განსაზღვრავს,რომ დეკადანსი აიხსნება არა რეალურად არსებული წინააღმდეგობით და კრიზისით,არამედ პირიქით ხელოვნების კრიზისი იწვევს დეკადანსს ცხოვრებაში."სინამდვილე კი არ განსაზღვრავს ხელოვნებას,არამედ ხელოვნება-სინამდვილეს,ამიტომ დეკადანსის ფესვები იმალება სიცრუის დაცემაში",-წერდა ო.უაილდი.
       
 საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა სიმბოლისტთა ჯგუფი, რომელმაც 1916 წელს გამოსცა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, „ცისფერყანწელების“ ჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვა. ქართველი სიმბოლისტები ცდილობდნენ პოეტური ფორმის გადახალისებას, გამომსახველობით საშუალებათა გამდიდრებას, ამასთან კლასიკური მემკვიდრეობის გამოყენებასაც.